2009 წლის 21 იანვარს ჩვენს მიერ იყო განხორციელებული ფეხსაცმლის დარიგება სოფელ ნიქოზში. ხსნის არმიის მხრიდან დარიგებაში მონაწილეობა მიიღეს კაპიტნებმა ოლეგ მურზანოვმა, ანდრეი შკურინმა, ხსნის არმიის ჯარისკაცმა თემო ჩანტლაძემ და რეგიონალური ოფისის თანამშრომელმა - რევაზ ტიკარაძემ.
დანიშნულების ადგილას დაბრკოლების გარეშე მივედით დღის 12 საათზე. დარიგება მიმდინარეობდა ადგილობრივ სკოლაში. ბავშვები თავის მშობლებთან ერთად და კლასის ხელმძღვანელებთან ერთად უკვე ადგილზე იყვნენ შეკრებილნი. ჩვენ გადმოვტვირთეთ ფეხსაცმელი, 350 წყვილი, დავალაგეთ ზომების მიხედვით დირექტორის ოთახში და შევუდექით დარიგებას. ყველაფერმა ჩაიარა ორგანიზებულად და დაწყობილად.
მე განსაკუთრებით ხაზი მსურს გავუსვა შიდა ქართლის მცხოვრები მოსახლეობის კულტურას და დისციპლინირებულობას. ეს აგრეთვე შემჩნეული გვაქვს ტოლვილებთან მუშაობის დროს 2008 წლის - აგვისტოში. დარიგების დროს, მათ შორის ვინც იღებდა ფეხსაცმელს იყვნენ ჩვენი ”ძველი ნაცნობები”, რომლებიც იყვნენ აკადემქალაქის ბანაკიდან, რომლებსაც ხსნის არმია მფარველობდა 2008 წლის აგვისტოს შემთხვევის შემდეგ. მომავალ დღეს დამირეკა ამ ბანაკის მამასახლისმა და მადლობა გადამიხადა გაწეული სამსახურისთვის.
კაპიტანი შკურინი ანდრეი.
