სტუმრობა ხურვალეთში
ხსნის არმიელები და ახალგაზრდული ჯგუფი შვედეთიდან ”ახალგაზრდების მისია”, 16 დეკემბერს, ხელახლა ეწვია ლტოლვიებისთ ჩასახლებულ სოფელს ”ხურვალეთს”. სოფლის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 460 ადამიანს.
ამ დღეს განაწილებული იქნა:
1) 70 წყვილი ზამთრის ფეხსაცმელი სკოლის ბავშვებისათვის. ეს დახმარება გამოაგზავნა ჰოლანდიის ”დორკასის” პროექტმა.
2) 1.4 ტონა მეორადი ტანსაცმელი 460 ადამიანზე. რომელიც გამოაგზავნა შვეციის ხსნის არმიამ და ”ორგანიზაცია ”ლინდრა ინტერნეიშენალმა”
თითოეულ ოჯახს, თითოეულ პიროვნებას აქვს თავისი ტკივილიანი ისტორია და ამავე დროს, მომავლის იმედი. დახმარების განაწილების დროს ბავშვებმა მიიღეს ზამთრის ფეხსაცმელი მშობლების თანდასწრებით. ხალხმა ჩვენთან მოიყვანა 7 წლის ბიჭი და გვთხოვეს, რომ მისთვის და მისი დისთვისაც მიგვეცა ფეხსაცმელები. მეზობლები განსაკუთრებით ზრუნავდნენ ამ ბავშვებზე. მათ გვითხრეს რომ ბავშვებმა დაკარგეს დედა გორის დაბომბვის დროს. კაპიტანმა კოტრიკაძემ სკამი შესავაზა ბიჭს და თავისი ხელით ჩააცვა თბილი ზამთრის ფეხსაცმელი.
სხვა რისი გაკეთება შეგვიძლია ასეთ შემთხვევებში? სულ მცირე, თბილი ფეხსაცმელი მაინც შეგვიძლია შევთავაზოთ თოვლიან და ცივ ზამთარში.
ჩვენ მადლიერნი ვართ იმ ხალხის და იმ ორგანიზაციების, ვინც გამოაგზავნა ჰუმანიტარული დახმარება, ვინაიდან ეს საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ უფრო და უფრო მეტი რაოდენობის მოსახლეობას.
