აღთქმის შეხვედრა
31 მაისს განსაკუთრებულ მოვლენას ჰქონდა ადგილი თბილისში, რეგიონის ჯარისკაცები შეიკრიბნენ რათა მოესმინათ სემინარები, ჰქონოდათ ერთობა და ერთად განედიდებინათ უფალი. სემინარი მიეძღვნა აღთქმის თემას. საქართველოს რეგიონის თითოეულ ჯარისკაცს ქონდა საშუალება განეახლები, განემტკიცებინა და გაემყარებინა თავისი აღთქმა ღმერთთან.
დაახლოებით 50 ჯარისკაცმა, საქართველოს ხსნის არმიის 8 ეკლესიიდან თავი მოიყარა თბილიში. ჯარისკაცებს ჰქონდათ ურთიერთობების შესაძლებლობა, ვიდრე სემინარი დაიწყებოდა. სემინარი გაგრძელდა საათი და ნახევარი და გაიყო სამ ნაწილად: 1. ქრისტიანი - ქრისტეს მეომარი, 2.ვინ არიან პროტესტანტები? 3. აღთქმა უფალსა და ადამიანს შორის ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით, და მორწმუნის ცხოვრება. სემინარის შემდეგ იყო სადილი, სადილის შემდეგ კი იყო თაყვანისცემის, სიტყვის გაზიარების, ღმერთთან ლოცვითი ურთიერთობების განსაკუთრებული დრო. ბევრმა ჯარისკაცმა განაახლა თავისი აღთქმა ღმერთთან, სთხოვა ღმერთს კურთხევა და დახმარება.
0 Comments
Posted on 13 Jun 2008 by Administrator