The Salvation Army Georgia Region

Eastern Europe Command

  Up სიახლე პროგრამები ისტორია დოქტრინები მდებარეობა ბმულები
სამგორის კორპუსის 10 წლისთავის საზეიმო აღნიშვნა

2006 წლის 24 სექტემბერს

 სამგორის კორპუსმა საზეიმოდ აღნიშნა  კორპუსის დაარსების 10 წლისთავი. ზეიმს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: კომისიონერი ბარი პობჯი და პოლკოვნიკები ალესტერ  და ვირმა ჰერინგები, რომლებიც   ტერიტორიული შტაბ-ბინიდან  სპეციალურად ჩამობოძანდნენ  ზეიმზე დასასწრებად. ეს იყო სასიხარულო და დაუვიწყარი ღონისძიება, რომელიც 2 დღე გრძელდებოდა.

ზეიმი 23 სექტემბერს

შაბათ დღეს ქალთა და მამაკაცთა საზეიმო რალით გაიხსნა.

ამ რალიზე განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ქალები. რალის 86 ქალბატონი ესწრებოდა. ისინი ძირითადა სამგორის კორპუსიდან იყვნენ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ზეიმის ყველა მონაწილე აქტიურ მონაწილეობას იღებდა თაყვანისცემაში, რომელსაც თაყვანისცემის ჯგუფი უძღვებოდა. სამგორის კორპუსის ყოფილმა ოფიცერმა კაპიტანმა ტატიანა შკურინამ წარმოთქვა თავის დამოწმება ქალთა მსახურებაზე. მან აღნიშნა, რომ კორპუსი იქცა მის ოჯახად, რადგან მან 9 წელი გაატარა სამგორის კორპუსში. 20 ქალბატონი მიღებული იქნა ქალთა ლიგის წევრებად. შეხვედრის დასრულებისას ქალბატონებს ელოდათ გამასპინძლება და ურთიერთობა. 

კვირას 24 სექტემბერს

 გაიმართა სამგორის კორპუსის დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. შეკრება გაიხსნა ქართული, ეროვნული ცეკვით, რომელიც შეასრულეს დიდი დიღმის კორპუსის ახალგაზრდებმა. შემდეგ ქაოთული ტრადიციის თანახმად მიესალმნენ ჩამოსულ სტუმრებს.

საპატიო სტუმრების რიცხვში შედიოდნენ სამგორის კორპუსის ყოფილი ოფიცრები კაპიტნები ანდრეი და ტატიანა შკურინები. მათ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს მოგონებებები კორპუსზე. მათ გადაეცათ საპატიო სიგელები სამგორის კორპუსში 10 წლის მსახურებისათვის. შემდეგ ნაჩვენები იყო სლაიდ შოუ - სამგორის კორპუსის ქრონიკა 10 წლის მანძილზე. საკვირაო სკოლის ბავშვებმა წარმოადგგინეს პეპლების ცეკვა, ნაჩვენები იყო ახალგაზრდების ცეკვა. სამგორის კორპუსის უფროსმა სერჟანტებმა წარმოთქვეს დამოწმება.შემდეგ შედგა პატარა ილია კვერნაძის მიძღვნის ცერემონია.

საპატიო სიგელები გადაეცათ 26 ადამიანს სამგორის კორპუსში მსახურებისა და უფლისადმი ერთგულებისათვის. აგრეთვე მადლობის სიგელი გადაეცათ „დაგეგმილი შემოწირულობის“ პროგრამის ლიდერებს ნინა გლადკოვასა, ნადეჟდა მურზანოვას და ჯულიეტა ფერაძეს. სამგორის კორპუსი ერთადერთი კორპუსია საქართველოს რეგიონში, სადაც სამი წლის მანძილზე წარმატებით მუშაობს ეს პროგრამა.

10 წლის იუბილეს აღსანიშნავად კომისიონერმა ბარი პობჯიმ იუბილარ სამგორის კორპუსს გადასცა სამახსოვრო საჩუქარი - სამების ხატი.

მართალია ეს ზეიმი დამთავრდა, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო ჩვენ წინ კვლავ მრავალი ზეიმი გველის: როგორიც არის შობა, ბზობის კვირა დღე აღდგომა და სხვა. ჩვენი ეკლესია ყოველთვის აქტიურად აღნიშნავს ამ დღესასწაულებს მაშ მომავალ შეხვედრამდე!

 კაპიტანი ლევან კვერნაძე

სამგორის კორპუსის ოფიცერი

0 Comments
Posted on 21 Nov 2006 by Administrator

Name:
E-mail: (optional)
Smile: smile wink wassat tongue laughing sad angry crying 

| Forget Me
Content Management Powered by CuteNews

ÌÈÀÅÀÒÉ ÂÅÄÒÃÉ  ÐÒÏÂÒÀÌÄÁÉ   ÉÓÔÏÒÉÀ   ÃÏØÔÒÉÍÄÁÉ   ÌÃÄÁÀÒÄÏÁÀ   ÁÌÖËÄÁÉ

©áÓÌÉÓ ÀÒÌÉÉÓ ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÒÄÂÉÏÍÉ 2002 ÊÏÌÄÍÔÀÒÄÁÉ/ÛÄÊÉÈáÅÄÁÉ ÓÀÊÏÍÔÀØÔÏ ÐÉÒÄÁÉ  webmaster