5 დღე გავტარეთ დაბა მანგლისში, სადაც ჩავტარეთ საბავშვო ბანაკი. მანგლისი მართლაც კარგი ადგილი აღმოჩნდა ბანაკის ჩასატარებლად. ჩვენ ძალიან საინტერესო გეგმა და პროგრამა შევიმუშავეთ ბავშვებისთვის. ჩვენ ვატარებდით სხვადასხვა კონკურსებსა და დისკუსიებს, აგრეთვე გვქონდა გასართობი სახის თამაშები. ერთ დღეს ჩვენ გავემართეთ მდინარის ნაპირზე სადაც გვქონდა ლოცვის დრო. ერთ დღეს გაიმართა კონკურსი გოგონებს შორის.

მათ ჩაიცვეს კოსტიუმები, ხოლო ვაჟებმა ისინი შეაფასეს. ბავშვები კარგად გაერთნენ და მათ შეძლეს კარგი ურთიერთობის დამყარება ერთმანეთთან. ბანაკის ბოლოს თითქმის ყოველი მათგანი გავიდა მოწყალების სკამთან. ბანაკის ბოლო საღამოს გაიმართა შეხვედრა კოცონთან. აქ იყო მსახურება, თაყვანისცემა. მინდა მადლობა გადავუხადო სამგორის კორპუსის ჯარისკაცს ლეილა ასკიაროვას, რომელიც დაგვეხმარა სემინარის ჩატარებაში თემაზე „ღმერთისადმი ერთგულება“ მან გამოიყენა ბიბლიური პერსონაჟის აბრაამის მაგალითი. მადლობა უფალს, იმისათვის, რომ ის ყველაფერს აკეთებს თავისი შვილებისათვის. ჩვენ შევძელით სახარების მიწოდება ბავშვებისათვის ლამაზი ფორმით. ბანაკის დამთავრების შემდეგ ბევრმა ბავშვმა, რომელიც იყო ბანაკში დაიწყო ფონიჭალის კორპუსის ეკლესიაში სიარული კვირაობით.
ქრისტეს სიყვარულით
კაპიტანი ნაილია ასკიაროვა
ფონიჭალის კორპუსის ოფიცერი