კაპიტანი სალარიშვილები გახდნენ ოფიცრები 2002 წელს. მათი პირველი დანიშვნა შედგა ქ. რუსთავის კორპუსში. 2003 წელს ისინი გადაიყვანეს სამუშაოდ რეგიონალურ ოფისში. 2004 წლიდან კაპიტანი სალარიშვილები ხელმძღვანელობდნენ ხსნის არმიის მუშაობას საქართველოში. ამა წლის აპრილში მათ მიიღეს ახალი დანიშვნა- გამხდარიყვნენ ლიდერები ინგლისში, ქ. საუტ-ჰემპტონის კორპუსში, 2009 წლის ივლისიდან.
ამავე განსაკუთრებული შეხვედრის დროს ქეთი სალარიშვილი მიღებული იქნა უმცროს ჯარისკაცად. ( ხსნის არმიის უმცროს წევრებში).
ჩვენ მადლობას ვუხდით კაპიტან სალარიშვილებს მათი ღმერთისადმი მსახურებისათვის საქართველოში და ვლოცულობთ რათა უფალმა დალოცოს ისინი მსახურების ახალ ადგილზე.
