ამა წლის 19 თებერვალს, განხორციელდა ტანსაცმლის განაწილება ისან-სამგორის მდებარე ჰოსპიტალის შენობაში ჩასახლებული 712 ლტოლვილისათვის, რომლებიც დაზარალდნენ გასული წლის აგვისტოში. მათ დაურიგდათ ჰოლანდიის „ხსნის არმიის“ მიერ გამოგზავნილი თბილი ქურთუკები და სხვა სახის ტანსაცმელი, რომლის ინიციატორი ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი გახლდათ. განაწილებას ესწრებოდნენ: ისან-სამგორის რაიონის წარმომადგენლები, „ხსნის არმიის“ ოფიცრები კაპიტნები: ანდრეი შკურინი, თენგიზ თუნგია და გიორგი სალარიშვილი, აგრეთვე რეგიონალური ოფისის თანამშრომელი ბატონი რევაზ ტიკარაძე.
გვინდა გამოვხატოთ მადლიერება ჰოლანდიის „ხსნის არმიის“ ხელმძღვანელებისადმი და იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც მიიღეს მონაწილეიბა, რათა ეს საჩუქარი მისულიყო დაზარალებულ მოსახლეობამდე. ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიის ლიდერებს: ვილემ და ნეთი ვან დერ ჰარსტებს ამ კეთილშობილურ საქმეში შუამდგომლობისათვის.
დაზარალებული მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ასეთი სახის დახმარებები, რომლებიც დიდ დახმარებას გაუწევს მათ, მომავალშიც გაგრძელდება.
