The Salvation Army Georgia Region

Eastern Europe Command

  Up სიახლე პროგრამები ისტორია დოქტრინები მდებარეობა ბმულები
მეთხუთმეტე წლისთავისადმი მიძღვნილი კონგრესი
28 და 29 ნოემბერი განსაკუთრებულად საზეიმო თარიღი იყო ხსნის არმიელებისთვის საქართველოში. ჩვენ ზეიმით ავღნიშნეთ საქართველოში ხსნის არმიის მსახურების 15 წლისთავი, რომელმაც 1993 წელს დაიწყო თავისი მოღვაწეობა ამ ქვეყანაში. ძალიან ბევრ მოვლენას ჰქონდა ადგილი ამ 15 წლის განმავლობაში და იყო მსახურებისათვის მრავალი შესაძლებლობა. ამ მოვლენისადი მიძღვნილი განსაკუთრებული ნომრები იყო წარმოდგენილი კონგრესზე, განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ მოწვეულნი მოსკოვიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

28 ნოემბერი მიეძღვნა ოფიცრების ერთობას. დღის პირველ ნახევარში ჩატარდა სემინრი სიწმინდის შესახებ, ამ სემინარს უძღვებოდნენ კომისრები და ტერიტორიის ლიდერები ვიმ და ნეთთი ვან დერ ჰარსტები. დღის მეორე ნახევარში კი იყო თაყვანისცემის შეხვედრა. ქადაგებას უძღვებოდა სტუმარი კენტურია-ტენესის დივიზიის მაიორი ჯონ ნიდჰემი.

29 ნოემბერი იყო ყველაზე დატვირთული დღე, დღის მანძილზე შედგა სამი შეხვედრა: დილით ჩატარდა სიწმინდის შეხვედრა. ჯარისკაცები, კორპუსის აქტიური წევრები და სტუმრებმა საქართველოს რვა სხვადასხვა კორპუსიდან თავი მოიყარეს ერთად. 210 კაციანი დარბაზი გადაწედილი იყო. სხვადასხვა კორპუსებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის პროგრამები: დრამა, საცეკვაო ნომერი, დამოწმებები. შუადღისით კი მოეწყო ჯარისკაცების საზეიმო შეხვედრა და საღამოს კი -- ახალგაზრდული კონცერტი. ჩვენ მადლობას ვუხდით უფალს ამ კპონგრესისთვის, იმისთვის რაც ხსნის არმიამ შეძლო, რომ გაეკეთებინა და რასაც გააკეთებს საქართველოში.

0 Comments
Posted on 11 Dec 2008 by Administrator

Name:
E-mail: (optional)
Smile: smile wink wassat tongue laughing sad angry crying 

| Forget Me
Content Management Powered by CuteNews

ÌÈÀÅÀÒÉ ÂÅÄÒÃÉ  ÐÒÏÂÒÀÌÄÁÉ   ÉÓÔÏÒÉÀ   ÃÏØÔÒÉÍÄÁÉ   ÌÃÄÁÀÒÄÏÁÀ   ÁÌÖËÄÁÉ

©áÓÌÉÓ ÀÒÌÉÉÓ ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÒÄÂÉÏÍÉ 2002 ÊÏÌÄÍÔÀÒÄÁÉ/ÛÄÊÉÈáÅÄÁÉ ÓÀÊÏÍÔÀØÔÏ ÐÉÒÄÁÉ  webmaster