15 ოქტომბერს ოფიცერთა გუნდი: გიორგი სალარიშვილი,ლევან კვერნაძე, დავით და ანა კოტრიკაძეები ვესტუმრეთ ქ. გორს და მის ახლომდებარე სოფლებს, რომლებიც დაზარალდნენ ომიანობის პერიოდში. ქ.გორის ადგილობრივმა წარმომადგენელმა თამარ მურალოვამ გაგვიწია დახმარება, ჩვენთან ერთად მოინახულა გორის სამი სოფელი:ტყვიავი,ქვემო და ზემო ნიქოზი.
ეს სოფლები დაახლოებით 20-23 კილომეტრში მდებარეობს ცხინვალიდან.
ჩვენ მოგვეცა საშუალება მოგვენახულებინა ომის შემდგომ დაზარალებული oჯახები და გავსაუბრებოდით ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომელთა სახლებიც დაიწვა და განადგურდა ომის დროს. ასევე გამოვიკითხეთ თუ რა სჭირდებოდათ მათ ყველაზე მეტად, ან რა სახის დახმარების გაწევა შეგვეძლო მათთვის. ზოგიერთი მათგანის სახლი თავიდანაა ასაშენებელი, ზოგიერთმა კი ისე დატოვა საკუთარი სახლი, რომ ვერაფლის წამოღება ვერ შესძლო ბინიდან. ყველაფერი რაც დატოვილი ჰქონდათ სახლებში სულ გაუნადგურა ომმა:ჭურჭელი,ტანსაცმელი,ავეჯი,სათამაშოები.
ხალხმა უნდა დაიწყოს ცხოვრება თავიდან როგორც მატერიალური ისე ემოციური და ფიზიკური თვალსაზრისითაც.
ჩვენ ვლოცულობთ რომ ღმერთმა მისცეს მათ სიმშვიდე და იზრუნოს მათთზე.
ხსნის არმია დაეხმარება მათ სხვადასხვა ჰუმანიტარული დახმარებებით სხვადასხვა სოფლებში დაზარალებულებს.
