ეს ამბავი 2006 წლის 5 სექტემბერს დაიწო. ამ დროს სოფელში ვისვენებდი, როცა ტელეფონის ზარი გაისმა. ტელეფონით კი „სასიხარულო ამბავი„ მაცნეს. 10 სექტემბერს კომისარიატში მიბარებდნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასასვლელად. 10 სექტემბრიდან კი მიწვეული ვიყავი საქართველოს „ხსნის არმიის“ რეგიონალურ ბანაკში ჯგუფის ლიდერად. ამ ამბავმა ძალიან დამაწუხრა, რადგან დიდ სურვილი მქონდა მონაწილეობა მიმეღო ბანაკში. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. გადავწყვიტე წავსულიყავი ბანაკის დირექტორთან და შემეტყობინებინა, რომ სამხედრო სამსახურში გამიწვიეს და ვერ შევძლებდი ბანაკში წასვლას. შემდეგ სახლში დავბრუნდი და დავიწყე ლოცვა. ვთხოვდი უფალს ,რომ ყველაფერი მისი ნებით მომხდარიყო. მეორე დილით ბანაკის დირექტორმა დამირეკა. მან მთხოვა ბანაკში ჩავსულიყავი და მითხრა რომ, ვილოცოთ და ღმერთი დაგვეხმარება ამ საკითხის მოგვარებაშიო. მე დავფიქრდი, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი, რომ უნდა წავსულიყავი ბანაკში. ბანაკმა შესანიშნავად ჩაიარა. მე სახლში დავბრუნდი გაწვევიდან 10 დღით გვიან და კომისარიატისაკენ გავემართე. არ ვიცოდი რა მელოდა, რადგან კანონით დაგვიანებაზე ჯარიმა იყო დაწესებული.
კომისარიატში კი, სასწაული მოხდა! მე არამარტო ჯარიმა არ დამაკისრეს, არამედ ჯარიდან გამანთავისუფლეს! დღესაც მიჭირს იმის აღქმა, თუ რა მოხდა, მაგრამ მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ ღმერთი ზრუნავს თავის შვილებზე და უდიდეს სასწაულებს ახდენს მათთვის! (ფსალმუნი 90-14-16)
უფალი იყოს თქვენი მფარველი ყოველ გასაჭირში!
„მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში,გამოვიხსნი და ვასახელებ“ (15)