ჩვენ არა ერთგზის გაგვიგზავნია ჩვენი ეკლესიიდან ახალგაზრდები ბანაკებში, რომელთაც ატარებდა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ორგანიზაცია „საერთაშორისო ქრისტიანული ბანაკები“ ისინი ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელს ასწავლიან თუ როგორ უნდა ჩაატარონ ბანაკები. მე თვითონ სამჯერ ვესწრებოდი ასეთი სახის სემინარებს, ორჯერ როგორც სტუდენტი და ერთხელ როგორც ლიდერი. სამწუხაროდ, საქართველოს რეგიონის ლიდერებს არ ჰქონდათ საშუალება გამოეყენებინათ სემინარებზე შეძენილი ცოდნა და გამოცდილება, რადგან რეგიონმა ვერ შეძლო ბანაკების ორგანიზება უსახსრობის გამო.
ამ წელს ღმერთმა გვაკურთხა და ჩვენ შევძელით რეგიონალური ახალგაზრდული ბანაკის ჩატარება. ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში რწმენის ცეცხლის გაღვივება და და მათი მოყვანაკორპუსში.
ბანაკში 76 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ამათგან უმეტესობა ახალი ბავშვები იყვნენ. ჩვენ ბავშვები 12 ჯგუფად დავყავით. ყველა ჯგუფს თავისი ლიდერი ჰყავდა 12 გოგონა და ვაჟი. ლიდერები და ბავშვები ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. ლიდერები მუშაობდნენ ბავშვების ჯგუფთან. ისინი დილაობით კითხულობდნენ ბიბლიას, ატარებდნენ მუსიკის, ხელგარჯილობისა და სპორტის გაკვეთილებს.


ყველა პროგრამა კარგად იყო მომზადებული და ორგანიზებული. ლიდერებმა და პროგრამის კორდინატორებმა უდიდესი სამუშაო ჩაატარეს და დიდებული შედეგიც მივიღეთ.
მოწოდებას ბევრი ბავშვი გამოეხმაურა. ისინი გამოვიდნენ მოწყალების სკამთან ცოდვების მოსანანიებლად. ჩვენ მათ ორი შესაძლებობა მივეცით.