The Salvation Army Georgia Region

Eastern Europe Command

  Up სიახლე პროგრამები ისტორია დოქტრინები მდებარეობა ბმულები
ბანაკები აჭარაში

ბათუმის კორპუსმა ორ თვე ნახევრის მანძილზე ჩაატარა  საზაფხულო ბანაკები. 1 ივნისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით აჭარის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სხვადასხვა ტიპის ბანაკები. ერთი ბანაკი ჩატარდა ექსკურსიის სახით ბოტანიკურ ბაღში მწვანე კონცხზე, რომელშიც 22 პიროვნება იღებდა მონაწილეობას.. ისინი  ახორციელებდნენ სკაუტების პროგრამას, ესწრებოდნენ ბიბლიის შესწავლას, და ამზადებდნენ საჭმელს. მეორე ბანაკი ჩატარდა კორპუსში სამი დღის მანძილზე ბანაკის 24 მონაწილემ შესანიშნავი

 

 

დრო გაატარა. ისინი თამაშობდნენ სხვადასხვა გასართობ თამაშებს, მონაწილეობდნენ დადგმებში, სკაუტების პროგრამებში, ბავშვთა მსახურებაში და ერთმანეთს უმასპინძლდებოდნენ მათ მიერ მომზადებული კერძებით. ამას მოყვა ერთდღიანი ლაშქრობა მთებში. ეს იყო პროგრამა გადარჩენისათვის, რომელიც მოიცავდა წვიმაში სიარულს, კოცონის გაჩაღებას და საჭმლის მომზადებას. უნდა აღინიშნოს რომ ამ ბანაკში 21 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც შესანიშნავად გაართვეს თავი ყველა სირთულეს. ამის შემდეგ იყო 2 დღიანი სადღეღამისო ბანაკი ჩაგვში. ბანაკის მონაწილეები ცხოვრობდნენ კარვებში. აგრეთვე ოთხ დღიანი ბანაკი ჩატარდა კორპუსში. ბანაკის დროს მონაწილეები ერთობოდნენ, სეირნობდნენ ბათუმის ბულვარში, ესწრებოდნენ ბიბლიურ მეცადინეობას, დადიოდნენ პლაჟზე. ივლისის თვეში შედგა ახალი სკაუტების მიღება.

განსაკუთრებით გამოირჩეოდა ლაშქრობა მთაში. 23 მონაწილე გაეშურა ბეშუმის მთის დასალაშქრად. ისინი მედგრად უმკლავდებოდნენ ყველა დაბროკოლებას ტალახს თუ სიცივეს. საღამოობით კი იკრბებოდნენ ბანაკის კოცონის გარშემო, სადაც თამაშობდნენ, ამზადებდნენ საჭმელს მღეროდნენ ქრისტიანულ სიმღერებს და თაყვანს სცემდნენ უფალს.

 

კაპიტანი ვიაჩესლავ ბუბნოვი

ბათუმის კორპუსის ოფიცერი

0 Comments
Posted on 21 Nov 2006 by Administrator

Name:
E-mail: (optional)
Smile: smile wink wassat tongue laughing sad angry crying 

| Forget Me
Content Management Powered by CuteNews

ÌÈÀÅÀÒÉ ÂÅÄÒÃÉ  ÐÒÏÂÒÀÌÄÁÉ   ÉÓÔÏÒÉÀ   ÃÏØÔÒÉÍÄÁÉ   ÌÃÄÁÀÒÄÏÁÀ   ÁÌÖËÄÁÉ

©áÓÌÉÓ ÀÒÌÉÉÓ ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÒÄÂÉÏÍÉ 2002 ÊÏÌÄÍÔÀÒÄÁÉ/ÛÄÊÉÈáÅÄÁÉ ÓÀÊÏÍÔÀØÔÏ ÐÉÒÄÁÉ  webmaster