2006 წლის მანძილზე რუსთავის კორპუსმა ჩაატარა ორი ბანაკი. პირველი ბანაკი ჩატარდაკორპუსში და მიმდინარეობდა 6 დღის მანძილზე 26 ივნისიდან 1 ივლისამდე. მასში მონაწილეობას იღებდა 40 ბავშვი და10 ლიდერი. ბანაკის მსვლელობისას ბავშვებმა ბევრი რამ ისწავლეს. ისინი თავისი ხელით აკეთებდნენ სხვადასხვა ნაკეთობებს. სწავლობდნენ სიმღერას და რაც ყველაზე მთავარია მათ ბევრი რამ გაიგეს იესო ქრისტეზე. ისინი მონაწილეობდნენ სხვადასხვა დადგმებში, სადაც ცდილობდნენ გამოეყენებინათ მსახიობის ოსტატობა. ბოლო მსახურებაზე მოწოდების შემდეგ ბევრი ბავშვი გავიდა მოწყალების სკამთან და ლოცვას დაუთმო დრო.
მეორე ბანაკი ჩატარდა სოფელ ცხვარიჭამიაში, რომელიც 25 კილომეტრითაა დაშორებული თბილისიდან. ბანაკი მიმდინარეობდა 17-22 ივლისის ჩათვლით. ამ ბანაკში პარალელურად ტარდებოდა ორი პროგრამა, ერთი ახალგაზრდებისათვის, მეორე უფროსებისათვის. ახალგაზრდებისათვის ტარდებოდა სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული თამაშები, მხიარული და შემოქმედებითი საღამოები, დილის ლოცვითი შეკრებები, ლოცვის საათები ჯგუფებში და ღვთისმსახურება ბანაკში მოწვეული იყო ბევრი უცხო ახალგაზრდა, რომელთაც ბანაკის დასრულების შემდეგ ბევრმა მათგანმა აღიარა იესო ქრისტე თავის მხსნელად და დაიწყო ეკლესიაში სიარული.
უფროსებისათვის ტარდებოდა სემინარები შემდეგ თემებზე: „ეკლესიის ისტორია“ და „როგორ მოვიქცეთ კონფლიქტურ სიტუაციებში?“ ბანაკში მონაწილეობდა 73 ადამიანი.
ეს იყო უფლის კურთხევა.
კაპიტანი დავით კოტრიკაძე
რუსთავის კორპუსის ოფიცერი