ვიმყოფებოდი ლონდონში, სადაც მიმიწვიეს ოფიცერთა საერთაშორისო კოლეჯში (ICO) 190-ე სესიის დელეგატად. აღნიშნული კოლეჯი შექმნილია 10-დან 20 წლის მანძილზე მსახურებაში მყოფ ოფიცერთათვის. სესიას ესწრებოდა 26 დელეგატი. 13 - ქალი და 13 მამაკაცი 16 ქვეყნიდან. ოსკ - შენობა განლაგებულია ლონდონის სამხრეთით, „სედრიკ ჰილზე“ (Sedrik HILL) „კრისტალ პელისის“ (Crytsal Palace) ნანგრევების მახლობლად. თვითონ შენობას, რომელშიც განთავსებულია ოსკ ეწოდება: „კედრები“ “Cedars” ეს სახელწოდება ბრიტანული ტრადიციის თანახმად შენობამ მიიღო ეზოში განლაგებული კედრების გამო, რომელზედაც განუწყვეტლივ დახტიან ფუმფულა კუდებიანი ციყვები. აქვე ცხოვრობენ ლონდონელი მელიებიც.
ყოველი დელეგატი ცხოვრობდა ცალკე ოთახში, ანუ „სენაკში “Cell” აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი ლონდონში ცხოვრების პერიოდში გვქონდა დუმილის სამი დღე.
სამი დღის მანძილზე ჩვენ სიჩუმესა და დუმილში ვატარებდით მთელს დღეს ჩვენს სენაკში. ეს იყო შესანიშნავი დრო მედიტაციასა და საკუთარ თავთან გამარტოებისათვის. შენობაში დელეგატების განკარგულებაში იყო: ბიბლიოთეკა, კომპიუტერებისა და სასტუმრო ოთახები.
ოსკ-ის190-ე სესიის ძირითადი მიზანი იყო ოფიცერთა მომზადება შემდგომი მსახურებისათვის და უფრო მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად, „ხსნის არმიის“ მუშაობის გაცნობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. „ხსნის არმიაზე“, როგორც საერთაშორისო მისიაზე
შეხედულების ფორმირება.
ერთ-ერთი ძირითადი საკითხი,სესიაზე წარმოდგენილ საკითხთა შორის იყო: შეხედულება ეკლესიაზე პოსტმოდერნისტულ საზოგადოებაში, ეკლესიის მცდელობა გამოეხმაუროს 21-ე საუკუნის პრობლემებს და ეძიოს მათი გადაჭრის გზები.
ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა შეხვედრამ გენერალთან. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა გენერალი შო კლიფტონი ოთხჯერ ეწვია კოლეჯს სესიის მსვლელობის მანძილზე. მან ჩაატარა ორი ლექცია.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ კომისიონერი შო კლიფტონი იყო ოფიცერთა საერთაშორისო კოლეჯის ლექტორი, ვიდრე იგი მიიღებდა ამ დანიშნულებას. იგი არის შესანიშნავი მასწავლებელი ქარიზმატული სტილითა და კონსერვატული შეხედულებებით.
ლონდონში სესიის გავლის შემდეგ მე შევიძინე ახალი ხედვა, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს მსახურებაში. აგრეთვე მე გავაცნობიერე სიწმინდის კონცეფციის სწავლების აუცილებლობა თანამედროვე საზოგადოებაში და განსაკუთრებით „ხსნის არმიაში“, რადგან სწორედ სიწმინდე წარმოადგენს ცენტრალურ კონცეფციას „ხსნის არმიის“ თეოლოგიაში.
კაპიტანი ანდრეი შკურინი
თბილისის ცენტრალური კორპუსის ოფიცერი